გიგა ბოკერია - “ევროპული საქართველო” კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარადგენს

“ევროპული საქართველო” კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარადგენს.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, სანამ მმართველი გუნდი შეიცვლება, შესაძლოა, კორონავირუსმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მოიტანოს, ამიტომ, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა.

“წლებია ივანიშვილის გუნდი, “ქართული ოცნება” ექცევა ჩვენს საზოგადოებას, როგორც ცუდი დედინაცვალი ან მამინაცვალი, რომ ვითომ ზრუნვის მოტივით, ართმევს ბევრ ფულს, ზრდის გადასახადებს, რომ ამ ფულს თქვენზე უკეთ დავხარჯავთო. ზოგადად, ეს მსოფლმხედველობა აქვთ და რეალურად კორუფციაში არიან ჩართულები. უზარმაზარი დარტყმა მიაყენეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, თითოეული მოქალაქის შემოსავალს და ყველა რჩევის, კონკრეტული წინადადების მიუხედავად, რომელიც “ევროპული საქართველოდან” მოდიოდა, აიგნორებდნენ. ახლა ამ გამოწვევამ, ამ სერიოზულმა საფრთხემ, რაც ვირუსმა მოიტანა ჯანმრთელობისთვის და ეკონომიკისთვის, იქნებ დროებით, ოდნავ მაინც გამოაფხიზლოს. ამიტომ ვთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, სანამ ეს მავნებელი გუნდი შეიცვლება არჩევნების გზით, მანამდე შეიძლება დადგეს ძალიან დიდი ზიანი და ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ საქმიანი შეთავაზება, თორემ რეალურად აუცილებელია იმ ტვირთის შემცირება, მეტი ფულის დატოვება, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე მეწარმეებისთვის, რომ ამ გაჭირვების ჟამს, მათ ჰქონდეთ შანსი, რომ ეს მძიმე პერიოდი გადაიტანონ.

ეს გეგმა არ არის ზოგად გათვლებზე, არის კონკრეტულ გათვლებზე, რომელიც უნდა გაკეთდეს ხვალვე იმისთვის, რომ ყველა ის მეწარმე, რომელსაც უჭირს, გადარჩეს, იმისთვის, რომ მოქალაქეები, რომლებისთვისაც ფასების ზრდა მოხდა, მათ შეუმსუბუქდეთ ეს მდგომარეობა და ჰქონდეთ შანსი, თვითონ ისწრაფოდნენ საკუთარი ბედნიერებისთვის და უკეთესი ეკონომიკური მომავლისკენ”,- განაცხადა ბოკერიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო