ზუგდიდში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საინფორმაციო სესია ჩატარდა

ზუგდიდში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და მათი კერძო სექტორში დანერგვის თაობაზე საინფორმაციო სესია ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტმა გენდერის საკითხებში, დიანა ხომერიკმა, ისაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასევე კომპანიების წარმომადგენლებს ქალთა გაძლიერების პრინციპები და მათი კომპანიაში დანერგვის სარგებელი გააცნო.

პალატის რეგიონულმა წარმომადგენელმა, გიორგი დიდიშვილმა იმ დახმარებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელსაც პალატა ქალთა გაძლერების პრინციპების ხელმომწერ კომპანიებს გაუწევს.

ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი ხელმომწერი კომპანიის, „APM Terminals Poti“-ს წარმომადგენელმა, ლელა კვანტალიანმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებს კომპანიის გამოცდილება და ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები გააცნო.

შეხვედრას ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პალატა მარტში 5 საინფორმაციო სესიის ჩატარებას გეგმავს.

სესიები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში ხორციელდება. პალატა პროექტში 2019 წლის ოქტომბერში ჩაერთო. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და პალატის თანამშრომლობის მიზანია კერძო სექტორში ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა