მაია ცქიტიშვილი - 2019-2021 წლებში 2440 დევნილი ოჯახისათვის 152.3 მლნ ლარის საცხოვრებელი კორპუსები შენდება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პარლამენტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, 2019 წელს გაწეული საქმიანობა და 2020 წლის გეგმები გააცნო.

საკუთარ ანგარიშში ვიცე-პრემიერი შეეხო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შედარებით ახალ მიმართულებას - იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019-2021 წლებში 152.3 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი კორპუსები შენდება 2440 დევნილი ოჯახისთვის.

„უკვე დასრულებულია ბინები 620 ოჯახისთვის მცხეთაში, ზუგდიდსა და წყალტუბოში. წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 3 კორპუსის მშენებლობა ქუთაისში 480 ოჯახისთვის. ასევე, მიმდინარეობს და 2021 წლისთვის დასრულდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 1340 ოჯახისთვის ქუთაისში, ზუგდიდსა და წყალტუბოში“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს