ლევან გოგიჩაიშვილი - თუ ვინმეს აქვს ცხელი თავი და ფიქრობს რევოლუციაზე, დაივიწყოს - არჩევნებზე უნდა იყოს მთავარი ორიენტაცია და დანარჩენი პროვოკაციაა

ჩვენი ფრაქციის პოზიცია არის ძალიან მკაფიო - იმისთვის, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური, ის უნდა ჩატარდეს საყოველთაო სავალდებული წესით, - ასე პასუხობს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, დაუჭერენ თუ არა მხარს არჩევნებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, "რაც მეტი ადამიანი მოვა, მით მეტად იქნება არჩევნები ლეგიტიმური”.

„ბევრი ადამიანის მოსვლა ნიშნავს, რომ ჩამოიშლება "ქართული ოცნების" პარტიული სისტემა და ჩამოიშლება "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სისტემა. ფული, კოორდინატორი, ადმინისტრაციული რესურსი გახდება არაეფექტური იმის პროპორციულად, რამდენადაც მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით ამ პოზიციაზე. ეს არის ჩვენთვის ძალიან პრინციპული.

100/50- ზე იქნება, თუ რაც მეტად იქნება მიახლოებული პროპორციულს, მაგრამ რაღაცის იქით ლოგიკა აღარ არსებობს, საფეოდალოებად ამ ქვეყანას ვერ დავყოფთ. ამიტომ ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა. თუ ვინმეს აქვს ცხელი თავი და ფიქრობს რევოლუციაზე, დაივიწყოს. ჯერ არჩევნებზე უნდა იყოს მთავარი ორიენტაცია და დანარჩენი იმის იქით პროვოკაციაა. ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია და ამის დაცვას ვაპირებთ. შევალთ პროცესში და ყველაფერი გამოჩნდება,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს