გიგა ბოკერია - არჩილ თალაკვაძე ახლა ვერავის მოიწვევს, ვიდრე ის პოზიცია აქვს, რაც აქვს

ოფიციალური მოლაპარაკებები, ვიდრე ეს ვითარებაა, არ მოხდება. რაც შეეხება რაიმე სახის კომუნიკაციას ირიბად, ან საქართველოს მეგობრების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნებით, მაგრამ უნდა იყოს რეალური ძვრა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შესაძლო შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„მე არ მაქვს ინფორმაცია შეხვედრაზე. შეხვედრა, ოფიციალური მოლაპარაკებები, სანამ ეს ვითარებაა, არ მოხდება. რაც შეეხება რაიმე სახის კომუნიკაციას ირიბად, ან საქართველოს მეგობრების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნებით, პირიქით, მადლობელი ვართ საქართველოს ყველა მეგობრის, ვინც ენერგია ჩადო, მაგრამ უნდა იყოს რეალური ძვრა, რაც იქნება ნიშანი, რომ ივანიშვილი გონს მოეგო და უნდა ვითარების განმუხტვა, რომელიც თვითონ დაძაბა ბრიყვულად, მაგრამ მიზანმიმართულად. თალაკვაძე ახლა ვერავის მოიწვევს, სანამ ის პოზიცია აქვს, რაც აქვს“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, თუ მმართველი გუნდის აზრით, საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარების 40-მდე შემცირება შეიძლება, მაშინ 20-მდეც შესაძლებელია.

„მე ვერაფერს გეტყვით თალაკვაძის ან ივანიშვილის გარემოცვის ნებისმიერი წევრის ნაცვლად. ჩვენი პოზიცია ათასჯერ გვაქვს ნათქვამი, ის არის ყველასთვის ცნობილი.

კარგია, რომ ერთი პოლიტპატიმარი, მართალია გირაოთი, მაგრამ გათავისუფლდა, დანარჩნებიც უნდა გაუშვან და უნდა დათანხმდნენ არსებითად პროპორციულ სისტემაზე. გვესმის, რომ სრულად პროპორციული არ იქნება, ჩვენ ვართ მოქნილები, გვინდა განმუხტვა ვითარების. ამ სისულელეს, რომ თურმე მაჟორიტარებს ვეღარ შეამცირებენ, არავინ არ დაიჯერებს, თუ ორმოცამდე ამცირებენ, მშვენივრად შეამცირებენ ოცამდეც, როგორც ამცირებენ, ორი ერთად გააერთიანონ და მორჩა“, - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ „5-ით მეტი ან 5-ით ნაკლები არაფერს ნიშნავს“.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მზად არიან ოპოზიციასთან ისაუბრონ შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოცემულობით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრები და ქვეყნის გეოგრაფია იძლევა. მისი თქმით, ახლა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5-ით ნაკლები მაჟორიტარულ ნაწილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა