სერგი კაპანაძე - იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს სამართლებრივად კიბერდანაშაულზე, ერთადერთი სწორი გზა არის საერთაშორისო ასპარეზის გამოყენება

იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს სამართლებრივად კიბერდანაშაულზე, ერთადერთი სწორი გზა არის საერთაშორისო ასპარეზის გამოყენება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის საკითხის განხილვას გამოეხმაურა.

მის თქმით, ბევრი კითხვა არსებობს, თუ როგორ მოახდინა ხელისუფლებამ ამაზე რეაგირება და რა გააკეთა პრევენციის მიზნით.

„იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს სამართლებრივად კიბერდანაშაულზე, თუ სხვა ტიპის დანაშაულებზე, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთ მიმართ აქვს ჩადენილი, ერთადერთი სწორი გზა არის საერთაშორისო ასპარეზის გამოყენება, საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენება, ამიტომ უშიშროების საბჭოში ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ თემის წამოწევა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნაბიჯია. ჩვენ ვნახეთ, როგორი კოორდინირებული მხარდაჭერა იყო საქართველოსი. ამ კუთხით ბევრი განცხადება გაკეთდა. მათ შორის, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ბუნებრივია, მეორე კომპონენტია ქვეყნის შიგნით აქტიური ბრძოლა რუსეთის ძალასთან, მათ შორის იმ კიბერშეტევაზე რეაგირება, რაზეც კონკრეტული კითხვები არსებობს, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ, როგორ მოახდინა ამაზე რეაგირება და რა გააკეთა მომავალში პრევენციის მიზნით. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით იმ ძალების წინააღმდეგ ძალისხმევის კოორდინცია, რომლებიც პირდაპირ ატარებენ რუსეთის ინტერესებს“,- განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ესტონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები დაგმო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა