ბესიკ თამლიანის ადვოკატი, მომდევნო სხდომაზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მომდევნო სხდომაზე, როცა ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვას დაასრულებს, თამლიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბესიკ თამლიანის პატიმრობაში ყოფნის საფუძვლები არც აქამდე ყოფილა, თუმცა, მოწმეთა დაკითხვების დასრულების შემდეგ, ბრალდების მხარე თამლიანის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ვეღარ განიხილავს.

„იმედს გამოვთქვამ, რომ სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს. სხვა შემთხვევაში, ბესიკ თამლიანი, როგორც პოლიტიკური პატიმარი ისე განიხილება. მხოლოდ ბესიკ თამლიანი და ირაკლი ოქრუაშვილი რჩებიან 20 ივნისის საქმეზე პატიმრობაში. ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს, ის საპროცესო გარიგებას არ დათანხმდა, ვინაიდან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის ძალადობას პოლიციელის მიმართ. დღეს გამოიკითხნენ ბრალდების მოწმეები, გამომძიებლები. ძირითადი კითხვები ეხებოდა, თუ რა პირობებში მოხდა ადგილის დათვალიერება, ნახეს თუ არა მათ ის შადრევანი, სადაც ადამიანების ჩავარდნა გამოიწვევდა მათი ჯანმრთელობის დაზიანებას და ა.შ.“, - აცხადებებს იოსელიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა