ნათია თურნავა - იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოებაა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მოქალაქეების ჯანმრთელობა პრიორიტეტია, ამიტომ თურნავა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ყოვლად გამართლებულს და დროულს უწოდებს.

„დღეს გადავწყვიტეთ, რომ დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, ვინაიდან ის მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება. მინდა გითხრათ, ეს ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.

ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს ყოვლად გამართლებული და დროული გადაწყვეტილებაა",-აცხადებს თურნავა.

ამასთან, მინისტრი ვერ აკონკრეტებს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა.

ცნობისთვის, პირდაპირი ფრენები სამ ქვეყანასთან: ირანთან, ჩინეთთან და ახლა უკვე იტალიასთანაა შეწყვეტილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო