დავით ზალკალიანის განცხადებით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეები ვალდებული არიან, შემოწმებას და 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარონ

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ საზღვარზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.

„მოქალაქეებს ვთხოვთ ასევე გაითვალისწინონ, რომ ზემოხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის ან ამ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულები არიან, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებარონ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულები არიან, რომ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა გაიარონ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, ვთხოვთ, რომ გაითვალისწინონ რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას გარკვეული შეზღუდვები წესდება და თუ ისინი, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან მოემგზავრებიან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მქონე ქვეყნებიდან, დაექვემდებარონ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულები არიან, რომ 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა გაიარონ ან წარმოადგინონ კორონავირუსზე სპეციალური მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ. ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული