მაია ცქიტიშვილი - საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ წყალმომარაგების სექტორში მოვიპოვოთ დამატებითი დაფინანსება

როგორც უკვე აღვნიშნე, გვაქვს სირთულეები წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ეს ეხება როგორც დაფინანსებას, ისე პროექტების სირთულეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა წყალმომარაგების სექტორში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე პასუხად განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინვესტიციები ამ სექტორში, თუ 2012 წელს წყლის კომპანიის მაქსიმალური დაფინანსება 32 მილიონი იყო, 2019 წელს მხოლოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან 276 მილიონი ლარის სამუშაოები დაფინანსდა, ანუ წყლის სექტორის დაფინანსება 8-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მისივე თქმით ეს მაინც არ არის საკმარისი ყველა იმ პროექტის დასაფინანსებლად რისი საჭიროებაც არსებობს.

„არის სოფლები ძალიან რთული რელიეფით და მწირი მოსახლეობით, სადაც წყალმომარაგება არის მისაყვანი და სადაც ძალიან ძვირად ღირებული სამუშაოებია ჩასატარებელი, რაც არახარჯთეფექტურია, პრაქტიკულად წარმოუდგენელია რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯოს ასეთი პატარა სოფლების ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ კორეელ პარტნიორებთან ასევე სხვა ქვეყნებთან, ევროკავშირთან, აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტებთანაც გვქონდა საუბარი თუ რა სისტემები მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყანაში, როგორია საერთაშორისო გამოცდილება იმისთვის რომ ასეთი მცირე დასახლებების ლოკალური წყალმომარაგების სისტემები იქნეს მოწყობილი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის წყალმომარაგებას და ამავე დროს არ იქნება შესასრულებელი რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების სამუშაოები”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის წყლის კომპანიის ბიუჯეტი 250 მილიონი ლარის ოდენობისაა, რაც გათვალისწინებულია უკვე მიმდინარე პროექტებისთვის.

,,ახალი დიდი პროექტების დაფინანსების რესურსი 2020 წელს არ გვაქვს, თუმცა არცერთი წუთით არ ვჩერდებით და ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მოვიპოვოთ დამატებითი დაფინანსება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო