„ევროპული საქართველო” კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

"ევროპულმა საქართველომ” კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა წარმოადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გეგმა გადასახადის შემცირებას გულისხმობს.

„კერძოდ ამავე წლის აპრილიდან: 1. საშემოსავლო გადასახადის 20%-დან - 17%-მდე შემცირება, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას თავიდან აგვაცილებს და 380 მილიონ ლარს დაუტოვებს ხალხს; 2. ქონების გადასახადის განახევრება, რაც 195 მილიონ ლარს დაუტოვებს მეწარმეებს, რაც ასევე სამუშაო ადგილების შემირებას შეაჩერებს; 3. ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით გააიაფებს და ზოგადად ხელს შეუშლის ფასების ზრდას. ქვეყანაში მოცემული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორში 690 მილიონი ლარის დატოვებას. ეს საბიუჯეტო დანაკლისი აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯების შეკვეცით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა