თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4 %-ით გაიზარდა, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები კი 0.7%-ით შემცირდა

2020 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +4 %-ით გაიზარდა, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები კი 0.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257,547 შეადგინა, რაც 9,842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +4%).

უწყებაში აცხადებენ, რომ 2020 წლის მეორე თვეში 466,409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -0.7%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386,859 შეადგინა, კლება -0.6%-ია.

„2020 წლის თებერვლის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია: ევროკავშირის ქვეყნები: ესტონეთი +161.5%, პოლონეთი +84.8%, იტალია +81.2%, საფრანგეთი +52.4%, გერმანია +38% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.5%, ბელარუსი +52.3% ისრაელი +39.5%, აშშ +29.1%, საუდის არაბეთი +17.7% და სხვა“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეირ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში აქტიური მარკეტინგული კამპანიები განახორციელა შემდეგ მაღალგადახდისუნარიან ტურისტულ ბაზრებზე: აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი, დასავლეთ ევროპა, სკანდინავიის სახელმწიფოები, პოლონეთი და ა.შ.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინა თვეებში ჩატარებული სწორი მარკეტინგული აქტივობების შედეგად ტურისტული ნაკადების ზრდის პოზიტიური ტენდენცია მივიღეთ იმ ქვეყნებიდან, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავდა როგორც სატელევიზიო, ონლაინ აქტივობებს, პრეს და გაცნობით ტურებს, ასევე პრეზენტაციებსა და B2B შეხვედრებს. მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე გატარებული ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შედეგად თებერვლის თვის ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი +4 %-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან (+12.8%), თურქეთიდან (+3.8%), სომხეთიდან (-18.2%) და რუსეთი (-25%).

თებერვალში ჩინეთიდან 951 ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -59.5 %.

იანვარი-თებერვლის პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში 4002 ვიზიტი შედგა, კლება -2.2%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კონკრეტულად 2020 წლის იანვარ-თებერვალს, საქართველოში 1,099,610 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-ია.

„საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 910,548 შეადგინა, ზრდა +10.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 621,161 შეადგინა, რაც 67,517-ით მეტია 2019 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +12.2%).

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 193 მილიონ დოლარს (ზრდა +17.6%), რაც 29 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე“, - აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა