ნაფარეულის ქუჩაზე სროლა იყო

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მიმავალი მანქანიდან დაახლოებით 5-ჯერ გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი არავინ არ არის. ადგილზე სამართალდცავები იმყოფებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

იხილეთ ვიდეო: სროლა ვაკეში - ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო