საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტს დაიწყება

საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 26 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge .

„რეგისტრაციის გავლამდე ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომელშიც იქნება დეტალური ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ, ასევე სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.

განსხვავებით 2017-2019 წლებისგან 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

ტესტურ დავალებათა ნიმუშები იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2083“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო