შსს მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობას სამაჯურით განახორციელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობას განახორციელებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლს და მოძალადე პირს სპეციალურ ელექტრო სამაჯურს დაუმაგრებენ, რომელიც გარკვეულ რადიუსზე მიახლოებისას უწყებას სიგნალს გადასცემს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს მყისიერი მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს შეამცირებს.

„იმ შემთხვევაში როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკვებელი ორდერის გაცემის პარალელურად, მისი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მოძალადეებზე ელექტრონულ ზედამხედველობას. იმ შემთხვევაში, როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის, შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. ელექტორნული მონიტორინგი ელექტრონული სამაჯურის დამაგრებას გულისხმობს. იქნება ორი მოწყობილობა ერთი, რომელიც მსხვერპლს დაუმაგრდება, ხოლო მეორე - მოძალადეს. დამაგრების შემდეგ შესაბამისი მოწყობილობა მსხვერპლთან გარკვეულ პერიმეტრში როგორც უსაფრთხო, ასევე საფრთხის შემცველ დისტანციებზე მიახლოების დროს გადასცემს სიგნალს შსს-ში. შემოსული შეტყობინება საშუალებას მოგვცემს, რომ მყისიერად მოხდეს რეაგირება. მოწყობილობის დამაგრების ვადა შემაკავებელი ორდერის ვადას უკავშირდება და განისაზღვრება ერთი თვით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სამომავლოდ შეამცირებს ქალთა მიმართ ძალადობას და ასევე ოჯახურ ძალადობას”, -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა