მაია ცქიტიშვილი - მაქსიმალურად ვცდილობდით, არ შეგვეზღუდა ფრენები არც იტალიასთან და არც სხვა ქვეყნებთან, მაგრამ როცა საფრთხეები მატულობს, მისაღებია ზომები

მაქსიმალურად ვცდილობდით, არ შეგვეზღუდა ფრენები არც იტალიასთან და არც სხვა ქვეყნებთან, მაგრამ როცა საფრთხეები მატულობს, მისაღებია ზომებიც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას უზრუნველყოფს.

„ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, განმსაზღვრელი ამ მიმართულებით არიან ეპიდემიოლოგები და ბუნებრივია, ჩვენ ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნის პრაქტიკას, გამოცდილებას და რეალურ საფრთხეებს. მაქსიმალურად ვცდილობდით, არ შეგვეზღუდა ფრენები არც იტალიასთან და არც სხვა ქვეყნებთან, მაგრამ როცა საფრთხეები მატულობს, მისაღებია ზომები.

თავისთავად ჩვენ მოვახდენთ ორგანიზებას ჩვენი მოქალაქეების ჩამოსვლის, რომლებიც იტალიაში იმყოფებიან.

რეისების შეზღუდვა მიმართულია იმისკენ, რომ თუნდაც ჩვენი ტურისტების ნაწილი, რომელთაც შეძენილი ჰქონდათ ბილეთები და მიუხედავად იმისა, რომ იციან, იტალიაში ინფიცირების მაღალი რისკია, არ აუქმებდა ფრენებს. აქედან გამომდინარე არის აუცილებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ეს არის იმ კონსულტაციების შედეგი, რომელიც მთავრობის ფარგლებში ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების გავლენას ეკონომიკაზე, მინისტრი ამბობს, რომ ეს ყველაზე მეტად ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებზე აისახება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა