ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციული სამსახურის უფროსი მაკა მიქაძე აცხადებს, პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანება აქვს და შესაძლოა, ოპერაციული ჩარევა დასჭირდეს.

„ამ ეტაპისთვის პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება, მიმდინარეობს ინტენსიური, სიცოცხლისთვის შემანარჩუნებელი ღონისძიებები. სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიება ფართო ცნებაა და ძალიან ინტენსიური ჩარევა მიმდინარეობს. ამ ჩარევების შემდეგ გაგაცნობთ დეტალებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა ნამდვილად კრიტიკულია. პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აქვს", - აღნიშნავს მიქაძე.

ცნობისთვის, ხაშურში 24 წლის სალომე ჩიქოვანს სხეულის დაზიანებები ყოფილმა ქმარმა მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა