მამუკა მდინარაძე - ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ოპოზიციას არაერთ დამზღვევ, ჩამკეტ მექანიზმს ვთავაზობთ

ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის გამართვა აუცილებელია, რათა მხარეები დეტალებზე შეთანხმდნენ.

“ჩვენ ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ გავახმოვანეთ, ისიც ვუთხარით, რომ ბარიერი რამდენიც გნებავთ. ვუთხარით, რომ პრინციპი რომელიც მათ აწუხებდათ - 40 პროცენტიანი, რამდენიმე დამზღვევი მექანიზმით იქნება დაზღვეული. ისიც ვუთხარით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას - ხუთით მეტი იქნება თუ ხუთით ნაკლები, რადგან მთავარია, რომ პრინციპი დაცული იყოს. ოპოზიციას შეუძლია, ისიც თქვას, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოიყვანეს, უკვე ბევრი რამ დავთმეთ, თუ ეს აწუხებთ და ამას ვერ ამბობენ, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის მოლოდინი არის სხვათაშორის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში გზავნილი ვნახეთ, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების თემა ჩაიხსნა - კი ბატონო, ძალიან კარგი. ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ვთავაზობთ არაერთ დამზღვევ, ჩამკეტ მექანიზმს და მეტ პროპორციულობაზე მოსაპოვებელი მანდატების მაქსიმალურ ზღვარსაც. ამ პირობებში, შეუძლებელია, შეთანხმება ვერ შედგეს, თუ შეთანხმება არის მიზანი", - აღნიშნავს მდინარაძე.

დეპუტატის მოსაზრებით, 20 მაჟორიტარული ოლქის არსებობა, რასაც ოპოზიცია ითხოვს, წარმოუდგენელია.

"40 მაჟორიტარული ოლქი წარმოსადგენი რომ იყო, ამიტომაც წარვადგინეთ. მოიტანონ, ისეთი ოპტიმალური რაოდენობა, რუკაზე რომ დახედავ და არ იქნება აბსტრაქტული. ოთხი რაიონი ხო არ იქნება ერთად? ჩამოყალიბდნენ ის პარტიები, რომლებიც მაგიდასთან შეიკრიბნენ და საერთო ხედვა წარმოადგინონ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო