„საპარტნიორო ფონდმა“ Fitch Ratings-თან თანამშრომლობა შეაჩერა

„საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-თან ფონდის თანამშრომლობა დროებით შეჩერდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, გამომდინარე იქიდან, რომ „საპარტნიორო ფონდი“ რეფორმირების ეტაპზე იმყოფება, გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, მათ შორის, ფონდის დაფინანსების სტრუქტურასთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა ფონდის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო კომპანიის ფონდის კაპიტალიდან გასვლის შესახებ, ფონდისა და სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის შეთანხმებით, თანამშრომლობა დროებით შეჩერდა.

„მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება ფონდის ახალი სტრუქტურა, პროექტების დაფინანსების პრინციპები და განისაზღვრება თვით ფონდის დაფინანსების წყარო, „საპარტნიორო ფონდი“ გეგმავს Fitch-თან ან ახალი მანდატის ფარგლებში, სხვა სარეიტინგო სააგენტოსთან თანამშრომლობას.

შეგახსენებთ, 2019 წელს Fitch-მა „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა, ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და "BB-“-დან „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა.

Fitch-ის 2019 წლის ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებისა და „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ისეთ სექტორებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, უძრავი ქონება და ტურიზმი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა