ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო იტალიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რომელთაც „ვიზიარის“ ან „რაინეარის“ ბილეთები ჰქონდათ აღებული ან დაჯავშნილი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო იტალიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, რომელთაც ავიაკომპანიების - „ვიზიარის“ ან „რაინეარის“ ბილეთები ჰქონდათ აღებული ან დაჯავშნილი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.

მისი თქმით, ამ მოქალაქეებისთვის ალტერნატიული ვარიანტის შეთავაზება მალე მოხდება.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ დღეს. ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა კომუნიკაცია „ვიზიართან“ და „რაინეართან“. რაიმე სახის მოთხოვნა მათი მხრიდან არ წამოსულა. რა თქმა უნდა, ეს არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვინაიდან, იტალია არის მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა, მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება. ვიფიქროთ, რომ ავიაკომპანიებიც ამას გაგებით მოეკიდებიან. ასევე, მინდა, ცალსახად დავაზუსტო, რადგან ეს არის მაღალი ინტერესის სფერო, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომელთა ტრანსპორტირებასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს. საუბარია საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთაც აღებული ჰქონდათ ბილეთები ან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაჯავშნილი ჰქონდათ „ვიზიარის“ ან „რაინეარის“ მეშვეობით ჩამოფრენა საქართველოში. ამ მოქალაქეებისთვის ჩვენ ალტერნატივას შევიმუშავებთ და ძალიან მალე შევთავაზებთ“,- განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს