თბილისის ცირკის მენეჯერი - თუ სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდება, 15 მარტიდან დაგეგმილი წარმოდგენებიც გადაიწევს

თბილისის ცირკის მენეჯერის, დიმიტრი ლუნინის განცხადებით, თბილისის ცირკი მაქსიმალურად დაიცავს უსაფრთხოების წესებს. რაც შეეხება 15 მარტიდან წარმოდგენების გამართვას, მისი თქმით, თუ სკოლებში არდადგები გახანგრძლივდება, წარმოდგენებს ცირკიც გადაწევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დიმიტრი ლუნინიმ განუცხადა, თბილისის ცირკი მოვლენების განვითარებას ელოდება.

„სკოლებსაც კი შეჩერებული აქვთ სწავლა 16 მარტამდე. ჩვენ 15-ში ვიწყებთ წარმოდგენებს. ჩემი აზრით, ის ერთი დღე წესით არაფერს ნიშნავს. ეს არის დამოკიდებული ქვყენაში განვითარებულ მოვლენებზე. როგორც განვითარდება მოვლენები, შესაბამისად მოვიქცევით ჩვენც. თუ სკოლებში გახანგრძლივდება არდადეგები, ჩვენც გადავწევთ წარმოდგენას. მაქსიმალურად დავიცავთ უსაფრთხოების ნორმებს. ასევე, თუ ჩავატარებთ წარმოდგენას, აუცილებლად გაკეთდება დეზინფექცია. დასის რაღაც ნაწილი ჩამოსულია საქართველოში, დანარჩენი ნაწილი კი მაღალდასნებოვნებული ქვეყნებიდან არ ჩამოდიან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ“, - განაცხადა დიმიტრი ლუნინიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს