ადვოკატი - ბრალდების მხარემ ყველაფერი გადათელა - კონსტიტუცია, დამკვიდრებული პრაქტიკა, ხანდაზმულობის ვადები და ერთადერთი მიზანი აქვთ, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში იყოს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, პროკურატურას ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ის სატელეფონო ნომერი, საიდანაც ბრალდების მხარის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილმა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მყოფ პირებს დაურეკა, ირაკლი ოქრუაშვილს არც ეკუთვნოდა და არც დაურეკავს.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნული ნომრიდან შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებთან, ერთის შემთხვევაში, 10-წამიანი, მეორეს შემთხვევაში კი, 39-წამიანი ზარია განხორციელებული.

„ამ საქმეში ბრალდების მხარემ ყველაფერი გადათელა - კონსტიტუცია, დამკვიდრებული პრაქტიკა, ხანდაზმულობის ვადები და ერთადერთი მიზანი აქვთ, ნებისმიერი ფორმით, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში იყოს“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს