კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტში კანონპროექტების კენჭისყრა გადაიდო

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტში კანონპროექტების კენჭისყრა ვერ შედგა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, კენჭისყრა მომდევნო პლენარული სხდომისთვის გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი პლენარული სხდომა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენით დაიწყო და შემდეგ, კანონპროექტების განხილვით გაგრძელდა. კენჭისყრის პროცედურამდე კი პარლამენტის თავმჯდომარემ 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რათა დეპუტატები დარბაზში შეკრებილიყვნენ, თუმცა ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. სხდომის საათნახევარში განახლების შემდეგ, დარბაზში დეპუტატების საკმარისი რაოდენობა მაინც ვერ შეიკრიბა.

„მანდატური მაწვდის ინფორმაციას, რომ დარბაზში არ არის დეპუტატების საკმარისი რაოდენობა კენჭისყრისთვის. ამიტომ გთავაზობთ, გადავდოთ კენჭისყრის პროცედურა შემდეგი პლენარული სხდომისთვის. განცხადებების შემდეგ, ამ საკითხებს პირდაპირ კენჭისყრაზე გამოვიტანთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კენჭისყრის პროცედურისთვის საჭიროა სულ ცოტა 76 დეპუტატი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს