ჭიათურაში მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის ბრალდებულ შ.ლ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 4 მარტს, ქ.ჭიათურაში, შ.ლ.-მ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის - მ.რ.-ს მიმართ, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა შ.ლ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მალევე დააკავეს.

შ.ლ.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126’ მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა