გია ვოლსკი - ველოდები, რომ შაბათ-კვირას ოპოზიციასთან შეხვედრა უნდა შედგეს

10-ჯერ თუ 20- ჯერ გამეორების მიუხედავად, ვერ მივიტანეთ ჟურნალისტებამდე ვერანაირად, რომ ჩვენ, პარტიებს ეს თემა არ უნდა ჰქონდეს დღის წესრიგში წამოწეული, ვინ არის დათმობისთვის მზად და ვინ არა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, წავა თუ არა მმართველი გუნდი დათმობაზე და შეამცირებს თუ არა მაჟორიტარულ მანდატებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რამდენად იძლევა ამის საშუალებას გეოგრაფია.

"ჩვენ უნდა გადავხედოთ სიტუაციას, რის შესაძლებლობას გვაძლევს გეოგრაფია, რომ არ გავხადოთ სამაიმუნოდ და საღრიჯინოდ მაჟორიტარების სისტემა და უნდა დავაზუსტოთ, რამდენი შეიძლება ჰქონდეს პარტიას, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, მართოს ქვეყანა ან დააკომპლექტოს მთავრობა. საზოგადოების ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე და არა იმ ინტერესებიდან, რომელიც შენს პარტიას გააჩნია, ამ თემაზე მიდის საუბარი. თუკი, ეს შესაძლებელია რაიმე კონფიგურაციით, 5 დეპუტატია იქით, თუ 5 აქეთ, ეს რასაკვირველია, მიღწევადია, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვუპირისპირდებით საზოგადოების ინტერესებს, როცა ვლაპარაკობთ პარტიული ორგანიზაციების და მათი ინტერესების მხრიდან. ჩვენ მხარეს ეს არ ახასიათებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ის ელოდება, რომ ორშაბათამდე შეხვედრა შედგება.

"არ გამოვრიცხავ და პირიქით, ველოდები, რომ შაბათ-კვირას ეს შეხვედრა უნდა შედგეს. პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ოპონენტებმა თუ აქამდე, ვისაც პასუხისმგებლობა არ გამოუჩენია, ახლა მაინც უნდა დაფიქრდნენ რეალურ შედეგებზე, რის წინაშეც შეიძლება საქართველო დააყენონ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება