ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორთან შევთანხმდით, რომ ეს არის დროებითი გამოწვევა, რომელიც უახლოეს თვეებში გადაილახება

მთლიანად ხელისუფლებისთვის, ეკონომიკის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინდუსტრია კარგად გრძნობდეს თავს, რადგან დღეს ის არის ძალიან დიდი დამსაქმებელი და ჩვენი მშპ-ის 8%-ს ქმნის. უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ უამრავ ადამიანს ასაქმებს, განსაკუთრებით რეგიონებში, მცირე სასტუმროებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიმსჯელებთ, თუ რით დავეხმაროთ ამ ინდუსტრიას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ დღეს გამართულ შეხვედრაზე კორონავირუსის ფონზე არსებული გამოწვევების და მათი დარეგულირების საკითხებზე ტურიზმის სექტორთან ერთად იმსჯელა. მინისტრის თქმით, ეს „იყო ძალიან კარგი, ძალიან საქმიანი, ძალიან გულახდილი და ზომიერი ოპტიმიზმით გამსჭვალული შეხვედრა“.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ორივე მხარე ჯერდება იმაზე, რომ ეს არის დროებითი გამოწვევა, რომელიც უახლოეს ორ, მაქსიმუმ სამ თვეში გადაილახება.

მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისეთი საკითხები დაისვა, რომლებიც სერიოზულ მსჯელობას საჭიროებს, მათ შორის სხვა კერძო ბიზნესებთან.

„ზოგიერთი ისეთი საკითხი დაისვა, რომელიც არ მოიცავს მარტო ხელისუფლებას, არამედ სხვა კერძო ბიზნესებთან, მათ შორის - ბანკებთან, ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიებთან მსჯელობას საჭიროებს და აქ ჩვენ არ შეგვიძლია ამ საკითხებზე მხოლოდ სახელმწიფოს და ხელისუფლების შიგნით ვიმსჯელოთ. უნდა გავითვალისწინოთ იმ ინდუსტრიების ინტერესებიც და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ პირობა დავდეთ, რომ ეს იქნება ოპტიმალური დრო და გვექნება საკმაოდ სწრაფი გამოხმაურება, თუ რა შეგვიძლია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს