საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოების გამო - 9 მარტს მოქალაქეთა მიღებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოების გამო - 9 მარტს ვერ შეძლებს მოქალაქეთა მიღებას. საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: info@ombudsaman.ge ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ცხელი ხაზი - 1481“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.