პარლამენტში ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პარლამენტში საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრეებს 2020 წელს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული ჟიული შარტავას საფოსტო მარკა წარუდგინეს და ჟიული შარტავას ძეგლის პროექტის ესკიზი გააცნეს.

ღონისძიების დასასრულს, ჟიული შარტავას მეუღლემ, ლია შარტავამ ჟიული შარტავას პარლამენტის წევრის მოწმობის (საკუთარი ხელით შევსებული სააღრიცხვო ბარათით) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დამზადებული სამახსოვრო ჯილდოს ეგზემპლიარი საქართველოს პარლამენტის მუზეუმში განსათავსებლად პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს გადასცა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებმა საქართველოს პარლამენტის მუზეუმისთვის გამოყოფილი სივრცე დაათვალიერეს. საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა საქართველოს პარლამენტში 2019 წელს გაიხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო