თურქეთის სანაპირო დაცვამ 120 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას გასაბერი ნავებით ცდილობდნენ

თურქეთის სანაპირო დაცვამ 120 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. მიგრანტების უმეტესობა ავღანეთიდან და სირიიდან არიან.

მიგრანტები საბერძნეთში მოხვედრას გასაბერი ნავებით ცდილობდნენ, რა დროსაც ნავი დაზიანდა. თურქეთის სანაპირო დაცვამ ისინი უკან, თურქეთის ტერიტორიაზე დააბრუნა.

პარალელურად, კი საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა 3 000-ზე მეტმა მიგრანტმა სცადა, რომლებიც საბერძნეთის პოლიციამ უკან დააბრუნა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს თურქეთის ხელისუფლებამ სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების გამწვავების შემდეგ განაცხადა, რომ მიგრანტთა და დევნილთა ნაკადებს ვეღარ აკავებს და მათ ევროკავშირში შესვლის უფლება მისცეს.

იხილეთ ვიდეო: თურქეთის სანაპირო დაცვამ 120 მიგრანტი გადაარჩინა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო