თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია, აღინიშნება 38,5-დან 39,5 გრადუსამდე ტემპერატურის მატება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში სულ 30 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 13 პაციენტის მონაცემი კორონავირუსზე ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ამ მომენტში ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი, მათგან 9 არის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული, ხოლო დანარჩენი არა. დღეს მოვიდა პასუხი 5 ახალ პაციენტზე, მათ კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ. სავარაუდოდ, ისინი კარანტინში იქნებიან გადაყვანილი. ამჟამად კიდევ 13 ავადმყოფი წევს, რომელთა პასუხი არ ვიცით. მათი მასალა გადაგზავნილია ლუგარის ცენტრში და პასუხი დაახლოებით 12 -საათისთვის გვეცოდინება.

რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე, სტაბილურია, მაგრამ მაინც აღინიშნება ტემპერატურის მატება 38,5-დან 39,5-მდე. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მას გარდა ამისა აქვს ხველა, საერთო სისუსტე და მას ვაკვირდებით. დანარჩენ პაციენტებს ან არ აქვთ რაიმე სიმპტომი, ან მსუბუქი ფორმით. ზოგიერთებს აღენიშნებათ ტემპერატურის მცირე მატება 37-37,5-მდე.

შეგვიძლია შევაფასოთ, რომ 9 პაციენტიდან ერთის გარდა, დანარჩენის მდგომარეობა უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობისაა“,-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა. მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დადასტურდა. კორონავირუსი 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა. 5 მარტს, ღამით ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხუთივეს კონტაქტი ჰქონდა 44 წლის მამაკაცთან, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა და რომელსაც ინფექცია 5 მარტს დაუდასტურდა.

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით 9 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა