იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 197-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, რაც ქვეყანაში ყველაზე მაღალი ყოველდღიური მატებაა ვირუსების გავრცელების დაწყების დღიდან. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იტალიის სამოქალაქო უფლებების დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დღეს 49 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსით 197-მდე ადამიანია გარდაცვლილი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა პარასკევს 778-ით გაიზარდა და მთლიანმა რაოდენობამ 4636-ს მიაღწია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა