აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 329-მდე გაიზარდა.

„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ფლორიდის შტატში ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 17-მდე გაიზარდა.

ორივე დაღუპული პაციენტი 70 წლამდე ასაკისაა, ისინი აშშ-ში მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, თუმცა, ჯერჯერობით უცობია, რომელ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებს გარეთ დაფიქსირებული პირველი ფატალური შემთხვევებია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს