მსოფლიოში კორონავირუსით 3 497 ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 57 624-ია

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 497 -მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 57 624-ია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 28 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 070-ს შეადგენს. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 197 ადამიანია დაღუპული, ირანში -124, სამხრეთ კორეაში კი 44.

დღესდღეობით კორონავირუსი მსოფლიოს 97 ქვეყანაშია გამოვლენილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა