საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალების თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, სათაო ოფისში საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის პირველ დღეს მოწვეულები იყვნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: გადამდები დაავადებების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლია სანოძე და ჯანმრთელობის ხელშეწყობის და კომუნიკაციის მთავარი სპეციალისტი მარინა თოფურიძე თემაზე ახალი კორონავირუსი (COVID-19), სადაც განიხილეს ვირუსის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, გავრცელების გზები, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციები და პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის გამოყენების ზოგადი პრინციპები.

„შეხვედრის მეორე დღეს წარუძღვნენ საქართველოს წითელი ჯვრის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და შემუშავდა ქვეყნის მასშტაბით სწორი ინფორმაციის გავრცელების გზები, რომლის საფუძველზეც საქართველოს წითელი ჯვრის 39-ვე ფილიალიალის მოხალისეებმა დაიწყეს საინფორმაციო კამპანიები და ასევე, 9 გამშვებ პუნკტში თერმო სკრინინგის პროცესი.

საქართველოს წითელი ჯვარი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს