საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ეროვნულ ბანკში  გადაიგზავნა

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მზად არის და ის ეროვნულ ბანკშია გადაგზავნილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „საპენსიო სააგენტოდან" აცნობეს.

"საპენსიო სააგენტოს" მთავარი რისკის ოფიცრის ბაქარ მარუაშვილის განმარტებით, დოკუმენტში სტრატეგიული მიზნებია გაწერილი, მათ შორის: ბენჩმარკ პორტფელის ალოკაცია, ტაქტიკური ალოკაციის პრინციპები და რისკის მართვის დეტალურ სტრუქტურა. ,,ეს არის საკმაოდ კომპლექსური და მოცულობითი დოკუმენტი, ამიტომ მის შესამუშავებლად საინვესტიციო საბჭომ პროდუქტიული მუშაობა განახორციელა გასული თვეების განმავლობაში. კიდევ ერთი სიახლე საინვესტიციო მიმართულებით რომელიც ახლა საპენსიო სააგენტოში მიმდინარეობს არის სპეციალიზირებული დეპოზიტარის შერჩევა. მოგეხსენებათ, ეს სერვისი საქართველოში ახლა ინერგება. პროცესი დასასრულისკენ მიდის, ბოლო ეტაპზეა, ჩემი მოლოდინით აპრილში უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება შესაძლო კანდიდატთან. სპეციალიზირებულ დეპოზიტარტთან დაკონტრაქტება კი უკვე მოგვცემს საშუალებას რომ ფასიანი ქაღალდები შევიძინოთ", - აღნიშნავს მარუაშვილი.

მისივე თქმით, „საპენსიო სააგენტომ“ 590 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა და თანხა შვიდი კომერციული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებში განთავსდა. ბაქარ მარუაშვილის განცხადებით, „საპენსიო სააგენტოში" საერთაშორისო და ბაზელის სტანდარტებზე დაფუძნებული რისკის სტრუქტურა იქმნება, რომელიც თითოეულ ტრანზაქციას გააკონტროლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო