ამირან გამყრელიძე - პანიკას ნუ მივეცემით, პანიკის საფუძველი არ არის!

ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით. პანიკის საფუძველი არ არის. ქვეყანაში უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძე სარისკო ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დამალონ სიმპტომები.

„ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით. პანიკის საფუძელი არ არის. ქვეყანაში უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ვბრუნდებით დასახელებული ქვეყნებიდან. ჩვენთვის დღეს ყველაზე მეტად დამაზიანებელია იტალია, საიდანაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ბრუნდება და დიახ, ისინი უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში. ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში დაბრუნების საშუალება მიეცეთ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდეგ უნდა გაიარონ 2-კვირიანი კარანტინი, რათა პირველ რიგში, უზრუნველყონ თავიანთი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მეორე - არ იყვნენ ინფიცირების წყარო,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა