ამირან გამყრელიძე - ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება

ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, მის შვილს იტალიიდან დაბრუნებულ თანამშრომელთან ჰქონდა შეხება და ინფიცირებაც, სავარაუდოდ, მისგან მოხდა. გამყრელიძის თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძემ თავად მოახდინა ყველა პირის იდენტიფიცირება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაუგზავნა.

„არაფერი დასამალი არ არის, ჩემმა შვილმა თვითონ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. მან გაასაჯაროვა თავისი სტატუსი, ჩემი შვილი კონტაქტირებულია იმ კლასტერთან, რომლებიც იტალიიდან დაბრუნდნენ, ისინი მისი თანმშრომლები გახლავთ, ამაში დასამალი არაფერი არ არის. ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემ შვილთან იყვნენ და დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა დაინფიცირება.

ჩემი შვილი ბოლო ორი დღე რა თქმა უნდა, როცა პირველი სიმპტომი გაუჩნდა, ის განათლებით ექიმია და თვითიზორილებული იყო. პირველი ტესტი იყო საეჭვო, ძალიან მსუბუქი, ამიტომ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად რამდენიმეჯერ მისი კვლევა და გუშინ დადასტურდა, ის გვიან ღამით გადაყვანილი იქნა კლინიკაში. მისი ყველა კონტაქტი ჩამოთვლილია, თვითონ დაწერა ეს კონტაქტები, გაუგზავნა ეს კონტაქტები დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია"

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს