გიორგი ვაშაძე - მომხრე არ ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ან მოქალაქეებს ევროკავშირმა სანქციები დაუწესოს

„მე არ ვარ მომხრე, რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს ან მოქალაქეებს სანქციები დაუწესოს ევროკავშირმა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

ვაშაძის თქმით, სანქციების დაწესება ქვეყნისთვის უმძიმესი იქნება.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ნაბიჯი უვიზო მიმოსვლის შეწყვეტისკენ. ეს არის ნაბიჯი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩრებისკენ. ეს არის ძალიან მძიმე ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს. ვისზეა საუბარი სახელები და გვარები ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ ყველამ კარგად იცის ვინ ითვლება საქართველოში მთავარ გადაწყვეტილების მიმღებად და მის გარშემო არსებულ გუნდად“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარების რეზოლუციაში, შესაძლოა საუბარი იყოს სანქციებზე მმართველი გუნდის წევრების მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო