რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, 2 ზონა ხელუხლებელი დატოვეს და თუ მათ სამკურნალო რეჟიმზე გადასვლა მოუწევთ, 88 პაციენტის მიღება შეუძლიათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში 2 ზონა ხელუხლებელი დატოვეს და იმ შემთხვევაში თუ მათ მოუწევთ სამკურნალო რეჟიმზე გადასვლა, 88 პაციენტის მიღება შეუძლიათ.

„88 ადგილი ჩვენთან იმ შემთხვევაში იქნება, თუ ექსტრემალური სიტუაცია იარსებებს. 2 ზონა აბსოლუტურად ხელუხლებელი დავტოვეთ. იმ შემთხვევაში თუკი რესპუბლიკურ საავადმყოფოს მოუწევს გადასვლა სამკურნალო რეჟიმზე, ანუ როცა მივიღებთ კორონავირუსით ინფიცირებულებს და კარანტინის ზონა ჩვენგან მოიხსნება, შეგვიძლია 88 პაციენტი მივიღოთ“, - განაცხადა გოფოძემ.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი განმარტავს, სამედიცინო პერსონალი მაღალი რისკის ქვეშაა, თუმცა, ისინი წესებს მაქსიმალურად იცავენ.

„ჩვენი ექიმებიდან არც ერთს, ჩვენდა საბედნიეროდ ჯერეჯერობით, არანაირი კლინიკური სიმპტომი არ გამოუვლინდა. რა თქმა უნდა, ექიმები და არამხოლოდ ექიმები, მთელი სამედიცინო პერსონალი, სანიტრები, ექთნები მაღალი რისკის ზონაში არიან. ჩვენ ეს ვიცით და მაქსიმალურად ვიცავთ იმ წესს, რომელიც მოწოდებულია კარანტინისთვის. ვმუშაობთ აღჭურვილობის იმ საშუალებებით, რაც კონკრეტულად კარანტინის ზონისთვის არის რეკომენდირებული. ხანდახან, მეტსაც ვაკეთებთ, სკაფანდრებს ვიცვამთ, რაც სინამდვილეში კარანტინის ზონას არ სჭირდება, მაგრამ ამის საშუალებაც გვაქვს რომ ჩავიცვათ. სამედიცინო აღჭურვილობა, რაც გვჭირდება, ჯერჯერობით გვაქვს და ვმუშაობთ, რომ უწყევტად მოვამარაგოთ ჩვენი კოლეგები და დავიცვათ ისინი ინფიცირიებისგან“, - განაცხადა გოფოძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა