კახა კალაძე - არც 100/50-ზეა პრობლემა, არც 120/30-ზე, არც 110/40-ზე, არც არსებული შერეული სისტემა - არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა და არა საარჩევნო სისტემები

„საარჩევნო სისტემები ვერ იგებს არჩევნებს, ეს მინდა ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებს იგებს საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა.

„პირადად ჩემთვის არც 100/50-ზეა პრობლემა, არც 120/30-ზე, არც 110/40-ზე, არც არსებული შერეული სისტემა. არჩევნებს იგებს საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა და არა საარჩევნო სისტემები. ჩვენ ყველას გვახსოვს რა მდგომარეობა იყო 2012 წელს. რთულად სათქმელია ამას არჩევნები დაარქვა, მაგრამ იმ პირობებში პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ხალხის მხარდაჭრით გაიმარჯვა არჩევნებში, როდესაც იყო შერეული საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემები ვერ იგებს არჩევნებს, ეს მინდა ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს“,- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო