პანკისის ხეობაში აიუფ ბორჩაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული აიუფ ბორჩაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პანკისის ხეობაში აქცია გაიმართა.

აქცია სოფელ ჯოყოლოში ბორჩაშვილის ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და თანასოფლელებმა გამართეს. მათი განმარტებით, მსჯავრდებული უდანაშაულოა, მას კავშირი არ ჰქონია არც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და არც ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლასთან. ბორჩაშვილის ახლობლები ასევე აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულბები არ არსებობს და აღნიშნულით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები მის ვადაზე ადრე გათავისუფლებასაც ითხოვენ.

"ამდენი დანაშაული ხდება და იმათ არ იჭერენ, ამ პატიოსან და სოფლისთვის გამოსაყენებელ კაცს აბრალებენ იმას, რაც არ ჩაუდენია. 9 შვილი და დედა ასე ჰყავს დატოვებული. მის წინააღმდეგ არც მტკიცებულება არსებობს, ამიტომ მივმართავთ ყველას, ძალოვნებს, პრეზიდენტს და პრემიერს, გადახედონ საქმეს და გამოუშვან ციხიდან”, - აცხადებენ აიუფ ბორჩაშვილის ახლობლები.

ცნობისთვის, აიუფ ბორჩაშვილი სამართალდამცავებმა 2015 წლის ივნისში, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა