თურქეთი მიგრანტებს ეგესოსის ზღვით ქვეყნის დატოვების საშუალებას აღარ მისცემს

თურქეთი მიგრანტებს, რომლებიც ეგეოსის ზღვის მეშვეობით ცდილობენ საბერძნეთში შეღწევას, ამის საშუალებას აღარ მისცემს. ინფორმაციას თურქული მედია სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყდრნობით ავრცელებს. აღნიშნულის მიზეზი ადამიანების უსაფრთხოებაა.

„საბერძნეთი არღვევს ადამიანის უფლებებს და არ იცავს საერთაშორისო კანონდმებლობას იმ დამოკიდებულებით რაც მიგრანტებისადმი აქვს. ისინი მიგრანტებს, რომლებიც ზღვით ცდილობენ შესვლას უკან აგდებენ თურქეთის წყლები, უზიანებენ ნავებს, რაც მათ ჩაძირვას იწვევს“,-განაცხადეს სამსახურში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ანკარა იმ პირებს, რომლებიც ხმელეთით ცდილობენ ქვეყნის დატოვებას, ხელს არ შეუშლის.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში მყოფი მიგრანტებისთვის და ლტოლილებისთვის ევროკავშირისკენ „კარი გაეხსნა“. მედია წერს, რომ ევროკავშირის საზღვრებთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ევროპაში შესვლას ცდილობენ

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა