კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7-დან 16 მარტამდე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები არ ჩატარდება, ადმინისტრაცია ასევე  ზღუდავს მოქალაქეების მიღებას

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით ზღუდავს მოქალაქეების მიღებას. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„აღნიშნულ პერიოდში ორბელიანების სასახლეში არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები. თუმცა სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ცხელი ხაზზე: +99532 2288888 ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@president.gov.ge.

აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის გამო 7 მარტიდან 16 მარტამდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეების მიღებას დროებით ზღუდავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა