ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით,  საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იტალიაში კორონავირუსზე მკურნალობს, დამაკმაყოფილებელია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რომის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ამჟამად დამაკმაყოფილებელია. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე იტალიის სხვა შესაბამის სტრუქტურებთან.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას გადის ისეთივე მეთოდით, როგორც იტალიის და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები. საელჩო24 საათიან კომუნიკაციაშია ამ ადამიანთან. მივაწოდეთ შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთები. ასევე მუდმივად ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოკითხვა. საელჩო კომუნიკაციაშია არა მარტო მასთან, არამედ კლინიკასთან და იტალიის სხვა შესაბამის სამსახურებთან. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, -განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით იტალიაში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ და ამ კუთხით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს, ხვთისიაშვილის განცხადებით, ჩვენი მოქალაქეები და საელჩო მუდმივ კავშირზე არიან ერთმანეთთან. „ჩვენ ჯერჯერობით არ გავაქვს ინფორმაცია, რომ სხვა მოქალაქეს აქვს სიმპტომები ან აღენიშნება ეს ვირუსი. ჯერჯერობით მდგომარეობა ამ კუთხით არის დამაკმაყოფილებელი. როგორც აღვნიშნე, მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან“, -აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ, ამჟამად იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რეისებიც გაუქმდა, თხოვნით მიმართა, რომ ყველა მათგანმა სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ მისამართზე გააგზავნოს მონაცემები. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ყველა მის მოქალაქეს ყუარდღებას მიაქცევს და მიხედავს.

როგორც ცნობილია გუშინ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ავიამიმოსვლა შეჩერდა იტალიის რესპუბლიკასთან, მთავრობის გადაწყვეტილებითვე, საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც უკან დასაბრუნებელი ბილეთები შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ გაუქმებულ რეისებზე, მათ დაბრუნებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა