გონიოში  საკარანტინო სივრცის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი  აპროტესტებს

გონიოში, საკარანტინო სივრცის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს. მათ აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხვალ, 18:00 საათამდე ვადას აძლევენ, რათა საკარანტინო სივრცე დახუროს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კარანტინისთვის გამოყოფილ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიას დეზინფექცია არ უტარდება, ასევე არ ხდება ჰიგიენური ნორმების დაცვა.

„აქედან დროულად გადაიყვანონ ეს ადამიანები. სულ გარეთ აივანზე არიან, არ იცავენ ჰიგიენის ნორმებს, სიგარეტის ნამწვავს გარეთ აგდებენ. ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციები გაგრძელდება", - განაცხადა აქციის მონაწილე ეთერ დევაძემ.

ცნობისთვის, გონიოში საკარანტინო სივრცე ერთ-ერთ სასტუმროში გაიხსნა, სადაც 30 მოქალაქე იმყოფება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს