საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში პაციენტი იყო შემოსული, მაგრამ მისი გამოკვლევის შედეგი ცნობილი არ იყო. მისი გამოკვლევის შედეგი ახლა ცნობილია. მე-13 პაციენტი დაინფიცირდა იტალიიდან ჩამოსული იმ პირისგან, რომელსაც მანამდე 2 პირი ჰყავდა დაინფიცირებული“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია