თენგიზ ცერცვაძე - ჩვენი გამოცდილებით, კორონავირუსით დაავადებულებს სისხლის საერთო ანალიზის ცვლილება აღენიშნებათ, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს

დაგვიგროვდა გამოცდილება, რომ კორონავირუსით დაავადებულებს ლაბორატორიული კვლევით სისხლის საერთო ანალიზის ცვლილება აღენიშნებათ, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს. აღნიშნულთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ასევე ძალიან საინტერესო ფაქტი გამოვლინდა და უკვე დაგვიგროვდა გამოცდილება, რომ კორონავირუსით დაავადებულებს ლაბორატორიული კვლევით სისხლის საერთო ანალიზის ცვლილება აღენიშნებათ. ლაბორატორული ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ ლეიკოციტების რაოდენობა იკლებს, ვითარდება ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ტრომბოციტოპენია, ამასაც ვაკვირდებით. აღნიშნულს არც ერთ პაციენტთან სახიფათო საზღვრისთვის არ მიუღწევია. ამ დაავადებას ერთი ვერაგი თვისება ახასიათებს, ის შეიძლება დაიწყოს მსუბუქად და შემდეგ გართულდეს, ამიტომ ვიჩენთ ამდენ ყურადღებას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა