სამართალდამცველებმა ქუთაისის საავადმყოფოში დედის მიერ ჩვილის ცემის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, საქმის შესწავლა დაიწყეს

სამართალდამცველებმა ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დედის მიერ რამდენიმე თვის ბავშვის ცემის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, საქმის შესწავლა დაიწყეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია წივწივაძემ განუცხადა. წივწივაძის თქმით, ისინი მდგომარეობის გასაცნობად დღესვე ეწვევიან აღნიშნულ ოჯახს და ამის შემდეგ გადაწყდება, ხომ არ მოხდება ბავშვის განრიდება.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცემს დედა რამდენიმე თვის ბავშვს. ვიდეო ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაღებული, სადაც ბავშვი ტემპერატურის მატებით იყო შეყვანილი.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილმა კლინიკა ორი დღის წინ ხელწერილის საფუძველზე დატოვა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ეს პირები ნამდვილად იყვნენ მათთან სამკურნალოდ და მას შემდეგ, რაც დედამ გაიგო, რომ კლინიკა სოციალური სამსახურისთვის მიმართვას აპირებდა, კლინიკა დატოვა.

დედა-შვილი იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა