ჩინეთში, სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ფუჯიანის პროვინციაში სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნანგრევებიდან სულ 42 ადამიანია ამოყვანილი, მათ შორის ოთხი გარდაცვლილი და ხუთი მძიმედ დაშავებული.

შეგახსენებთ, ჩინეთის ფუჯიანის პროვინციაში გუშინ 5 სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა, სადაც ათობით პირი კორონავირუსის გამო კარანტინს გადიოდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს