რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შიიტ მუსლიმებს, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფას დაბადების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შიიტ მუსლიმებს, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფას, იმამ ალის (ალი იბნ აბუ ტალიბის) დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„დღეს შიიტი მუსლიმები პირველი იმამის, არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფას, იმამ ალის (ალი იბნ აბუ ტალიბის) დაბადების დღეს აღნიშნავენ. არაბეთის სახალიფოს მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა - იმამ ალი იყო პირველი ბავშვი, რომელმაც ისლამი მიიღო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ქართველ მუსლიმებს, მშვიდობას უსურვებს მათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს